საერთაშორისო გამოფენები ყველა სფეროში მარკეტინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. კომპანიებს სჭირდებათ ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება პოტენციურ კლიენტებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან კონტაქტის დამყარება.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს (კომპანიებს, მწარმოებლებს, ვიზიტორებს, მედია წარმომადგენლებს) მონაწილეობა მიიღონ ან დაესწრონ საერთაშორისო გამოფენებს გერმანიაში.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა გაძლევთ შანსს წარადგინოთ თქვენი მომსახურება თუ პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე და მოიძიოთ ბიზნეს პარტნიორები.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა შესაძლებლობას გაძლევთ:

  • გაუწიოთ თქვენს სერვისს ან პროდუქტს რეკლამა
  • კომუნიკაცია გქონდეთ პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან
  • გაზარდოთ გაყიდვები.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს ვთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • დეტალურ ინფორმაციას გერმანიაში არსებული გამოფენების შესახებ
  • ინდივიდუალურ კონსულტაციასა და მხარდაჭერას გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად
  • მხარდაჭერას გამოფენაზე რეგისტრაციის პროცესში და სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, მათ შორის სტენდის მოწყობა, ტრანსპორტირება
  • საჭიროების შემთხვევაში დახმარება ბიზნეს შეხვედრებსა და პრეზენტაციის მომზადებაში
  • მთარგმნელობით მომსახურებას
  • ინფორმაციას მოგზაურობასთან დაკავშირებული ფორმალობების შესახებ
  • მოგზაურობის ორგანიზებასა და სასტუმროს თუ საცხოვრებელი ბინის დაჯავშნას
ORGANISATION VON MESSEAUFTRITTEN IN DEUTSCHLAND